სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის პლატფორმას კვლავ სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის პლატფორმას კვლავ სთავაზობს.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამ კონფლიქტში საქართველო იდგა და დგას მშვიდობის მხარეს.

„ეს ვიზიტი ძალიან დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა, პანდემიამ, რეგიონში განვითარებულმა კონფლიქტმა ძალიან შეგვიშალა ხელი და ვერ შევძელით ამ ვიზიტის ორგანიზება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება მიგიღოთ ორბელიანების სასახლეში. ჩვენი წინა შეხვედრის შემდეგ ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით კავკასიაში. ერთის მხრივ, პანდემიიდან გამომდინარე, რამაც დააზარალა სამივე ქვეყნის ეკონომიკა, ჩაგვკეტა მსოფლიოსთან ურთიერთობაში, ადამიანებთან ურთიერთობაში და ადამიანების სიცოცხლეც იმსხვერპლა. თუმცა, ბევრად მძიმე იყო რეგიონისთვის და ცალკეული ქვეყნისთვის ომისგან გამოწვეული მსხვერპლი. მინდა ამ ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო და თანაგრძნობა გამოგიცხადოთ ბატონო პრეზიდენტო. კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას. ამის ნიშნად შეთავაზებულ იქნა ჩვენი პლატფორმა შეხვედრებისთვის, დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის, ეს შეთავაზება ძალაში რჩება ნებისმიერ დროს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ნიკოლოზ მეტრეველი - ჩინეთი აღარ იმალება და იცდის
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს