სალომე ზურაბიშვილი - კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ

სომხეთის პრეზიდენტს, ბატონ სარქისიანს გავაცანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, უკანონო ბორდერიზაცია, გატაცებები, ადამიანთა უფლებების ხელყოფა, ჰუმანიტარული მდგომარეობის დამძიმება, ამ პანდემიის დროს, მითუმეტეს და ესკალაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის.

„რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განვიხილეთ, ასევე, უკრაინაში შექმნილი საგანგაშო ვითარება. ესკალაცია და დესტაბილიზაცია ემუქრება შავი ზღვის რეგიონს და არა მხოლოდ. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვისაც დღეს დეესკალაცია. განვიხილეთ ჩვენი რეგიონის სამომავლო პოტენციალი, რომელიც უნიკალურია ეკონომიკის კუთხით. გაზრდილი ინტერესი, სხვადასხვა გარე აქტორებისგან, ახალი გეგმები თუ პლატფორმები, რომლის შესახებაც ისმის, ადასტურებს ამ რეგიონის ძალიან დიდ მნიშვნელობას, თუმცა კავკასიის ქვეყნების როლი გადამწყვეტი რჩება. კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა