კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, უხამსობისა და ძალადობის ტირაჟირების გამო ტელეკომპანია „ალტ ინფო“ დააჯარიმეს

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ალტ ინფო“ უხამსობისა და არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირებისთვის 2500 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ, დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, აღნიშნული საქმე ეხებოდა მაუწყებლის ეთერში 5 მარტს, 21:00 საათზე გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ „ალტ-ანალიტიკას“. გადაცემაში მასობრივად იყო გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც არა მხოლოდ უცენზუროა, არამედ - კონკრეტულ პირებს და პირთა ჯგუფებს აყენებს შეურაცხყოფას და მათ სტიგმატიზებას ხელს უწყობს.

„კომისიამ მიიჩნია, რომ გადაცემაში გამოყენებული ლექსიკა ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და მისი განთავსებით ადამიანის ძირითადი უფლებები შეილახა.

„ალტ ინფოს“ ეთერში განთავსებულ გადაცემაში წამყვანები ასევე ამართლებდნენ ისეთ ქმედებებს, როგორიც არის ბავშვზე ფიზიკური ძალადობა და, ზოგადად, ძალადობა, რაც არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დანაშაულია. კანონმდებლობის თანახმად, ასეთი შინაარსის პროგრამა 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლად მიიჩნევა და არ უნდა განთავსდეს 06:00-დან 24:00 საათამდე. გასათვალისწინებელია, რომ მაუწყებელმა 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალა 21:00 საათზე კანონდარღვევით განათავსა.

კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ განსაკუთრებით მაღალია ის ზიანი, რაც ამგვარი პროგრამის ეთერში განთავსებით ადგება როგორც სრულწლოვან, ისე - არასრულწლოვან აუდიტორიას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ 2500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს