დავით მათიკაშვილი - ვითომ ოპოზიციური მუხტი, რომელიც კიევიდან, "ნაცმოძრაობის" ბელადის მიერ იმართება, ისევე ჩაიფუშება, როგორც არ გამოვიდა არაფერი დესტრუქციული, რაც მათ მიერ დაიგეგმა

ვითომ ოპოზიციური მუხტი, რომელიც ხელოვნურად არის შემოტანილი და კიევიდან, "ნაცმოძრაობის" ბელადის მიერ იმართება, ისევე ჩაიფუშება, როგორც არ გამოვიდა არაფერი დესტრუქციული, რაც 2012 წლიდან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაიგეგმა, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა 15 მაისს დაგეგმილი აქციის კომენტირებისას განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, "ოპოზიცია ვერ შეასრულებს მიზნებს, რაც მას გააჩია".

"საზოგადოების დაკვეთა არ არის ის, როგორც დღეს ოპოზიცია იქცევა. ეს მათივე ამომრჩევლის დაკვეთა არ არის. საზოგადოების პირდაპირი დაკვეთაა ეკონომიკური გაჯანსაღება და ეკონომიკური წინსვლა. საზოგადოების დაკვეთაა ყველა პოლიტიკურმა ძალამ საკუთარი ვალდებულებები შეასრულოს. ოპოზიციას ჰგონია, რომ მას პასუხისმგებლობა საერთოდ არ გააჩნია, რაც არის სიცრუე და ტყუილი. ოპოზიცია დემოკრატიის ნგრევას უნდა მოეშვას, რასაც ის დღემდე აკეთებს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა