სალომე ზურაბიშვილი - განვიხილეთ ინიციატივა, როგორ შევუწყოთ ხელი ბიზნესაქტორებს, რომ კონკრეტულ პროექტებზე მუშაობა დავიწყოთ

ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, ეკონომიკური, ტურისტული პროექტების გაძლიერებასა და განხორციელებაზე - განვიხილეთ ინიციატივა, როგორ შევუწყოთ ხელი ბიზნესაქტორებს, რომ კონკრეტულ პროექტებზე მუშაობა დავიწყოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან მეტი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში მცხოვრები სომხური წარმოშობის მოქალაქეები სახელმწიფო ენას სრულყოფილად დაეუფლონ და ეკონომიკურ- პოლიტიკური ინტეგრაცია მიიღონ.

„კავკასია თავის სატრანზიტო და სხვა პოტენციალის გათვალისწინებით მხოლოდ ღია რეგიონად წარმოგვიდგენია. ვისაუბრეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე ეკონომიკური, ტურისტული პროექტების გაძლიერებასა და განხორციელებაზე. საქართველოში სომხური წარმოშობის მოქალაქეები სარგებლობენ ყველა საშუალებებით, რათა შეინარჩუნონ წინაპართა ენა და კულტურა. ამავე დროს მეტი უნდა გაკეთდეს ძირითადად სახელმწიფოს მხრიდან, რათა სახელმწიფო ენას სრულყოფილად დაეუფლონ და ქვეყნის ეკონომიკური, თუ პოლიტიკური ინტეგრაცია მიიღონ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მანვე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ახლობლური ურთიერთობა შენარჩუნდა და დროთა განმავლობაშიც შენარჩუნდება.

„მოხარული ვარ, ამ ვიზიტით, ასევე განვიხილეთ ზოგიერთი ინიციატივა, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ბიზნესაქტორებს, რომ კონკრეტულ პროექტებზე მუშაობა და ფიქრი დავიწყოთ, ეს მსჯელობა გაგრძელდება და კონკრეტულ ფორმას მივცემთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ახლობლური ურთიერთობა შენარჩუნდა და დროთა განმავლობაში შენარჩუნდება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა