არმენ სარქისიანი - ქართველ კოლეგას ყარაბაღის საკითხში სომხური მხარის მიდგომები წარვუდგინე და გავუსვი ხაზი, რომ შეუძლებელია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება სტაბილურობის უზრუნველყოფის და პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე

ჩვენ შევეხეთ რეგიონალური უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხებს - შეუძლებელია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება სტაბილურობის უზრუნველყოფის და პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე , - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სარქსიანის თქმით, შეხვედრაზე პრეზიდენტს მთიანი ყარაბაღის საკითხზე ესაუბრა.

„ჩვენ შევეხეთ რეგიონალური უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხებს. ჩემს ქართველ კოლეგას წარვუდგინე მთიანი ყარაბაღის საკითხში სომხური მხარის მიდგომები და სპეციალურად გავუსვი ხაზი, რომ შეუძლებელია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება სტაბილურობის უზრუნველყოფის და პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე, მათ შორის, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის აღდგენის გზით. ხაზი გაუსვი ომის შედეგად წარმოქმნილი უზარმაზარი ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობას, მათ შორის აზერბაიჯანის მიერ დატყვევებული, მძევლობაში მყოფი პირების სწრაფი გათავისუფლების საკითხს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია.

ასევე, ყურადღება გავამახვილე აზერბაიჯანის მიერ ომის შემდგომ შექმნილი ვითარების ბოროტად გამოყენებაზე, ქსენოფობიის, ეროვნული ღირსების შელახვის პოლიტიკის გატარების დაუშვებლობაზე, რაც ხელს არ უწყობს დიალოგის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას.

შეხვედრისას შევეხეთ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოქცეული ტერიტორიების საკითხს, ამ ტერიტორიებზე სომხური ისტორიულ - კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვის საკითხს“ , - განაცხადა სარქისიანმა.

სარქისიანმა აღნიშნა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა გაღრმავდეს.

„2021 წელი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და მჯერა, რომ ეს აქტიურობა მთელი წელი გაგრძელდება. ქალბატონი პრეზიდენტი და მე ყველაფერს გავაკეთებთ და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებისთვის. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს მზაობას, როგორც სომხეთის პრეზიდენტისა, ჩემი წვლილი შევიტანო სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მუდმივი გაფართოების საკითხში“ , - განაცხადა სარქისიანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა