ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილის განცხადებაზე - 10 წელი სად იყო?! - არ უშვებთ იმას, რომ ეს ვიღაცას რაღაცის ასაგორებლად შეიძლება სჭირდებოდეს?!

ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის, რომ იძალადეს - მაშინ 10 წელი სად იყო?! არ უშვებთ იმას, რომ ვიღაცას ეს რაღაცის ასაგორებლად შეიძლება სჭირდებოდეს?! - ასე ეხმაურება პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე მსახიობ ნინუცა მაყაშვილთან და მის ყოფილ მეუღლე ბესო ზანგურთან დაკავშირებულ საქმეს, რომელიც სავარაუდო, ფიზიკურ ძალადობას ეხება.

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას "ფეისბუქ" პოსტში ძალადობის წახალისებას ადგილი არ ჰქონია.

"რობერტ სტურუა საქართველოს ძალიან დიდი სიამაყეა. ძალიან კარგად იცით, რომ ეს ადამიანი არის უდიდესი ხელოვანი. ეს არის მოცემულობა. მან შეიძლება მხარი დაუჭირა იმ ადამიანს, ვისაც ეუბნებიან, რომ ძალადობაში იყო ჩათრეული. ის ამბობს: - ჯერ გაარკვიეთ. როცა ამხელა აგრესია წამოვიდა, ამას კარგად გაანალიზება უნდა. მსოფლიოს ახსოვს მაგალითები, როცა 20-30 წლის შემდეგ ვიღაც აყვირდება, რომ რაღაც მოხდა. ამას გარკვევა სჭირდება. ყოფილა პოლანსკის მაგალითი... ის არ თვლის, რომ სავარაუდო მოძალადეა და ალბათ ამიტომ თავის მსახიობს უჭერს მხარს. არიან ადამიანები, ვისაც შეიძლება ამის არ სჯერა... ეს ისეთი თემაა, რაც არავინ არ იცის. არის ზეპირსიტყვიერება... როცა ადამიანი 10 წელი არაფერს ამბობს და 10 წლის შემდეგ ისეთ რაღაცას იტყვის, რასაც ვერ დაამტკიცებს, არ უშვებთ იმას, რომ ვიღაცას ეს რაღაცის ასაგორებლად შეიძლება სჭირდებოდეს?! ზოგადად, შეიძლება ასეთი რამ მოხდეს. ამის მაგალითები ბევრჯერ ყოფილა", - განუცხადა ჟურნალისტებს ელისო ბოლქვაძემ.

მან დასძინა ისიც, რომ ძალადობას მხარს არ უჭერს, თუმცა მიიჩნევს, რომ საქმე გამოსაძიებელი და გასარკვევია.

ცნობისთვის, ნინუცა მაყაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემაში „ფარული კონვერტი“ განაცხადა, რომ მას ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. აღნიშნულ ფაქტს ბესო ზანგური უარყოფს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა