არჩილ თალაკვაძე - მხოლოდ პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი - მთავარია, ვის რა საქმე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული, ან რისი გაკეთება გინდოდა მთელი გულით და ვერ გააკეთე

მხოლოდ პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი, არაერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც “მაღალი რეიტინგის” მქონე პოლიტიკოსები არჩევნებში დიდ შედეგს ვერ იღებენ და პროგრესს ვერ უზრუნველყოფენ და პირიქითაც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავარია, ვის რა საქმე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული, ან რისი გაკეთება გინდოდა მთელი გულით და ვერ გააკეთე. თალაკვაძის აზრით, საბოლოო ჯამში, მათ სწორედ ამით შეაფასებს საზოგადოება.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, “ქართულ ოცნებას” პარტიებს შორის ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს, რაც გუნდური შედეგია.

თალაკვაძის თქმით, ვინც მუშაობს და იმ საქმეს აკეთებს რისიც მართლა სჯერა, შეიძლება რეიტინგიც “დახარჯოს”.

„ევროპული დემოკრატია პარტიების შეჯიბრია და ფაქტია, არჩევნებშიც და საზოგადოებრივი აზრის ახალ კვლევებშიც “ქართულ ოცნებას” პარტიებს შორის დღესაც ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს. ეს გუნდური შედეგია. გარდა ამისა, ვინც მუშაობს და იმ საქმეს აკეთებს რისიც მართლა სჯერა, შეიძლება რეიტინგიც “დახარჯოს” ამაში - ეს კანონზომიერია. შესაბამისად, მხოლოდ პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი. არაერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც “მაღალი რეიტინგის” მქონე პოლიტიკოსები არჩევნებში დიდ შედეგს ვერ იღებენ და პროგრესს ვერ უზრუნველყოფენ და პირიქითაც. გამარჯვება პირველ რიგში იდეის, შენი ქვეყნის და გუნდის ერთგულებაზე, სანდოობაზე და მოკავშირეებზე არის დამოკიდებული.

მთავარია ვის რა საქმე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული, რა რეფორმები, რა დიდი პროექტები, ან რისი გაკეთება გინდოდა მთელი გულით და ვერ გააკეთე. საბოლოო ჯამში, ამით შეგვაფასებს ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა. წინ გავიხედოთ და მომავალზე ვესაუბროთ ჩვენს ხალხს. ვინც მომავალს ხედავს, ის მშვიდ და წარმატებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

იმედი მაქვს, ყველა პროგრესული პოლიტიკური ძალა გამოიჩენს უნარს, დავინახოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი და დასავლელ მეგობრებთან ერთად, სწორად გავატაროთ საქართველო იმ გზაზე, რომელიც რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის და პანდემიის მიუხედავად, წარმატებული იქნება”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა