სალომე სამადაშვილი - უღრან ტყეში ვართ და ამ ტყიდან გასვლის გზას შეთანხმება უფრო მარტივად დასახავს - დავუჭერ მხარს მხოლოდ იმ შეთანხმებას, რომელშიც მიშელთან შეთანხმებულ 5 პუნქტთან დაკავშირებით უნდა იყოს შემოთავაზება

უღრან ტყეში ვართ, ამ უღრანი ტყიდან გასვლის გზას პოლიტიკური შეთანხმება უფრო მარტივად დასახავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილი განმარტავს, მას არ აქვს ინფორმაცია, რომელიც იმედს მისცემდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების შესაძლებლობაზე.

„მე დღეს არანაირი მოცემულობა არ მაქვს, გესაუბროთ რაიმე შეთანხმების შესაძლებლობაზე. არ მაქვს ინფორმაცია, რომელიც დამაიმედებდა, რომ შეთანხმება შესაძლებელია.

ჩვენ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ სოციალური, ეკონომიკური, უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით, რომ მართლა უღრან ტყეში ვართ. ამ უღრანი ტყიდან ქართველი ხალხი აუცილებლად გაიკაფავს გზას და გავა სინათლისკენ. პოლიტიკური შეთანხმება ამას უბრალოდ გაამარტივებს. უფრო მარტივად დასახავს ამ უღრანი ტყიდან გავლის გზას. ამიტომ ვარ შეთანხმების მომხრე“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სალომე სამადაშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაც შეაფასა, სადაც ის აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით.

როგორც სალომე სამადაშვილი განმარტავს, პოლიტიკური შეთანხმება კომპრომისულ შეთანხმებასაც ნიშნავს.

მისივე თქმით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დანარჩენ საკითხებზე საუბარს გაამარტივებდა.

„მე დავუჭერ მხარს მხოლოდ იმ შეთანხმებას, სადაც მიშელთან შეთანხმებული 5 პუნქტთან დაკავშირებით უნდა იყოს რაიმე შემოთავაზება, დიახ, მათ შორის კომპრომისული. ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით კომპრომისი, მე ცუდ სიტყვად არ მიმაჩნია. ძალიან ხშირად ვიყენებ ამ სიტყვას. მათ შორის, პოლიტიკური შეთანხმება ნიშნავს კომპრომისულ შეთანხმებას“,- აცხადებს სამადაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა