ბადრი ჯაფარიძე - სადაც კომპრომისზე სივრცე გვქონდა, იქ უკვე წავედით - რიგგარეშე არჩევნებზე უარის თქმა, კომპრომისი არ არის, ესაა ჩვენი მომხრეების ინტერესების დაღალატება

არ ვიცი, რადიკალურ ოპოზიციას ვის უწოდებენ, მაგრამ იმაზე უფრო რადიკალური პოლიტიკური ძალა, როგორიც „ქართული ოცნებაა“, ძნელად წარმომიდგენია, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ჯაფარიძემ „ქართულ ოცნებას“ შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„ამაზე მეტი რადიკალიზმი როგორ წარმოგიდგენიათ?! როდესაც პოლიტიკაში შენს პარტნიორს, ვისთან ერთადაც პარლამენტში მუშაობას აპირებ, რეკეტიორს და კრიმინალს უწოდებ. ასეთი პოლიტიკური უკულტურობა არც კი მსმენია! მე მინდა მოვუწოდო მათ, შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან თავი შეიკავონ!“, - განაცხდა ჯაფარიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ პოლიტპატიმრების ციხეში დარჩენა და რიგგარეშე არჩევნებზე უარის თქმა კომპრომისი არ არის.

„ადამიანების ციხეში დატოვება კომპრომისი არ არის. ეს ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ! მეორე, რიგგარეშე არჩევნებზე უარის თქმა კომპრომისი არ იქნება. სადაც კომპრომისზე სივრცე გვქონდა, იქ უკვე წავედით. რიგგარეშე არჩევნებზე უარის თქმა ეს კომპრომისი არ არის, ესაა დაღალატება ჩვენი მომხრეების ინტერესების“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას ახალი ძალა ოპოზიცია არაა.

„რაც შეეხება გახარიას ვირტუალურ პარტიას, როგორც ოპოზიციაზე, ცხადია, მასზე საუბარი ჩვენ არ გვაქვს. პარტია, რომელიც ხელისუფლებას არ აკრიტიკებს და მიაჩნია, რომ პოლიტიკური პატიმრები არ არიან და ანაკლიის პორტის გაჩერება გამართლებული იყო, ასეთი ძალა ხომ რეალურად ოპოზიცია არაა, ესაა ფსევდო ინიციატივა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს