კახა კახიშვილი - გგონიათ, ყველა გახარიას გაჰყვება? - უბრალოდ, ირაკლი ღარიბაშვილს კობახიძესთან ერთად უფრო მეტი მუშაობა მოუწევს, რომ გუნდი შეკრას

თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?! - უბრალოდ, ირაკლი ღარიბაშვილს კობახიძესთან ერთად უფრო მეტი მუშაობა მოუწევს, რომ გუნდი შეკრას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხდა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას საკითხი გახარიასთვის გადაწყვეტილების მიღების წერტილი არ იყო.

„მე არ მიმაჩნია, რომ ნიკა მელიას საკითხი გახარიასთვის გადაწყვეტილების მიღების წერტილი იყო. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანს განცდა ჰქონდა, რომ ადრე, თუ გვიან გუნდი უნდა დაეტოვებინა. შეიძლება, ეს ერთ-ერთი საბაბი იყო, მაგრამ ერთ დღეში ასეთ გადაწყვეტილებას არ იღებენ. მე გეტყვით, რომ გიორგი გახარია ისეთი პრემიერი არ იყო, რომელსაც აზრს არ ეკითხებოდნენ. გახარია ერთ-ერთი გამორჩეული შს მინისტრი იყო. მის სიტყვას ფასი ჰქონდა!

თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?! არც კვირიკაშვილს არ გაყვნენ, არც ირაკლი ღარიბაშვილს გაყვნენ თავის დროზე. დღეს უბრალოდ, ირაკლი ღარიბაშვილს კობახიძესთან ერთად უფრო მეტი მუშაობა მოუწევს, რომ გუნდი შეკრას. საჭიროა ტანდემში მუშაობა. მუშაობა, რომ საჭიროა ფაქტია, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა, მისმა წასვლამ სერიოზულად იმუშავა“, - განაცხადა კახიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს