„ჯივიპი” გლდანის რაიონში სატუმბო სადგურზე და რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გლდანის რაიონის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ხერგიანის ქუჩაზე სატუმბო სადგურზე, რეზერვუარზე და გამანაწილებელ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ინფორმაციით, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, ინტენსიური პროფილაქტიკური რეცხვითი სამუშაოები განხორციელდება სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე არსებულ რეზერვუარსა და გამანაწილებელ ქსელზე.

სატუმბო სადგურზე ტექნიკური სამუშაოები 16 აპრილის 00:30 საათზე დაიწყება და 17 აპრილის დილის 08:00 საათზე დასრულდება, რა დროსაც წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის III-დან VIII მ/რ-ს ჩათვლით, სოფელ ბერთუბანს, წყაროთუბანს, გიორგი წმინდას. ხერგიანის, წინამძღვრიშვლის, მაისურაძის, მებაღიშვილის, კულა გლდანელის, სააკაძის, თეთრი ტბის ქუჩასა და დასახლებას, კობახიძისა და მიმდებარე ქუჩებს.

კალანდაძის, ფიროსმანის, წყაროს, ჯაბიძის, ტაბატაძის, ვართაგავას, კობერიძის, საბაშვილის, რაზმაძის, მამკოდის, მორეტის, კეცხოველის, პატარა ტბისა და მიმდებარე ქუჩებს.

რეზერვუარისა და გამანაწილებელი ქსელის ინტენსიური რეცხვითი სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება, რაც აღნიშნულ პერიოდში შენგელიას, ხიზანიშვილისა და პატარა ტბის მიმდებარე ქუჩებზე წყლის დინებას გამოიწვევს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ“ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა