დიმიტრი ხუნდაძე უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებზე - მათ მიატოვეს გუნდი, ამომრჩეველი, ზოგიერთმა მათგანმა მადლობის თქმაც ვერ მოასწრო, რომ გუნდის წევრები არჩევნებში გვერდში დაუდგნენ

ზოგიერთმა მათგანმა მადლობის თქმაც ვერ მოასწრო იმასთან დაკავშირებით, რომ მომხრეები, გუნდის წევრები და აქტივისტები არჩევნებში გვერდით დაუდგნენ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ გახარიას გუნდზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, მისთვის გაურკვეველია, რა შეიცვალა არჩევნებიდან 4 თვეში მათთვის, რომ გუნდის დატოვება გადაწყვიტეს.

"უმრავლესობის დაშლის თეორიული შანსიც კი არ არსებობს, მაგრამ ის, რაც გახარიას გუნდში მოაზრებულმა დეპუტატებმა გააკეთეს, ვფიქრობ, არ არის სწორი გადაწყვეტილება. უბრალოდ, მე მიკვირს, რა ნახეს არჩევნების შემდეგ 4 თვეში იმისთანა, რომ უნდა დატოვონ გუნდი, რომელშიც იყვნენ და რომელთან ერთადაც არჩევნებში გავიდნენ. მათ პრაქტიკულად, არა მხოლოდ გუნდის წინაშე მიიღეს არასწორი გადაწყვეტილება, არამედ ამომრჩევლის წინაშეც. მათ მიატოვეს გუნდი, მიატოვეს ამომრჩეველიც, ზოგიერთმა მათგანმა მადლობის თქმაც ვერ მოასწრო იმასთან დაკავშირებით, რომ მომხრეები, გუნდის წევრები, აქტივისტები მათ არჩევნებში დაუდგნენ და ეს შედეგი იყო უდიდესწილად სწორედ ამ თანადგომით განპირობებული,"- განაცხადა ხუნდაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს