დავით სერგეენკო - ევროკავშირის გზავნილია, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში და ხელისუფლებამ მოძებნოს კომპრომისები ამ პირობების შესაქმნელად, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდება

ევროკავშირის გზავნილია, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში და ხელისუფლებამ მოძებნოს კომპრომისები ამ პირობების შესაქმნელად,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

სერგეენკო ელოდება, რომ ეს საკითხი უახლოეს დღეებში პოზიტიურად გადაწყდება.

"ჩემი აზრით, უკვე მომწიფდა ვითარება და მაქვს მოლოდონი, რომ ფაქტიურად უახლოესი დღეების განმავლობაში იქნება უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული. კომპრომისი იმის კომპრომისია, რომ ორივე მხარემ უნდა იფიქროს და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. ევროკავშირის ცალსახა პოზიცია გამოიხატა ორ ძირითად გზავნილში: პირველი - ოპოზიციისადმი, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და აქ გააგრძელონ ოპონირება და ხელისუფლებისადმი გზავნილია, რომ კომპრომისები მოძებნონ ამ პირობების შესაქმნელად. მე მაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს დღეებში ეს ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდება,"- განაცხადა სერგეენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა