გურამ მაჭარაშვილი - სასურველი არ არის, რომ გუნდი დატოვეს წევრებმა, მაგრამ ეს არაბუნებრივი არ არის

მგონი, არ მემჩნევა არანაირი დაბნეულობა არც მე, არც ჩემს კოლეგებს არც ინტერვიუებში და არც საქმიანობაში. რა თქმა უნდა, სასურველი არ არის, რომ გუნდი დატოვეს წევრებმა, მაგრამ ეს არ არის არაბუნებრივი, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტების კითხვას გამოიწვია თუ არა დაბნეულობა პარტიაში გუნდის წევრების წასვლამ და რამდენად ელოდებიან, რომ უმრავლესობას სხვა დეპუტატებიც დატოვებენ.

მისივე თქმით, უმრავლესობას ამ კუთხით, რაიმე საფრთხე არ ემუქრება.

„ეს ჩვეულებრივი პროცესია - პარტია შეიძლება დატოვონ წევრებმა. იცით, რომ ძალიან ბევრი ახალი წევრი შემოუერთდა პარტიას. ეს არის ჩვეულერივი პროცესი, მეტიც, ხდება პოლიტიკური პარტიის გაჯანსაღება და ასეთი გაჯანსაღებულები შევხვდებით როგორც თვითმმართველობის არჩევნებს, ასევე 2024 წლის არჩევნებს”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს, მაჭარაშვილი აცხადებს, რომ „არ იქნება მარტივი გააკრიტიკონ ის პერიოდი, სადაც გახარიას არაერთი საკვანძო თანამდებობა ეკავა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო