ირაკლი კოვზანაძე - პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ დოლარის ღირებულების 5-წლიანი ევრობონდების გამოშვება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ფინანსთა სამინისტროს 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების გამოშვებას ულოცავს.

ამის შესახებ კოვზანაძე სოციალურ ქსელში წერს.

„პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5-წლიანი ევრობონდების გამოშვება; 2.75 პროცენტიანი განაკვეთით, ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქამდე არ დაფიქსირებულა ჩვენს რეგიონში; ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი ეკონომია მიიღო, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 350 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მინდა მივულოცო ფინანსთა სამინისტროს კარგი სამუშაოს შესრულება. ასევე, მადლობა გადავუხადო ტრანზაქციაში მონაწილე საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებს JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებს TBC Capital და Galt & Taggart-ს“,- წერს კოვზანაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა