სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დღესვე არმენ სარქისიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.

ცნობისთვის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მან საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა უკვე გამართა. სომხეთის პრეზიდენტი თბილისში სომხურ საკათედრო ტაძარსაც დაათვალიერებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო