პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ გიორგი გახარიას გუნდთან „თანამშრომლობის შანსს და სივრცეს“ ვერ ხედავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყოფილი პრემიერ -მინისტრის გიორგი გახარიას გუნდთან თანამშრომლობის სივრცეს ვერ ხედავს. მისივე განმარტებით, მათთვის მიუღებელია გახარიას გუნდის ის განცხადებები, რომელიც მათ პრინციპულ საკითხებთან მიმართებით გაკეთეს. ამის შესახებ მანჯგალაძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

ამასთან, პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნებიდან“ ექვსი დეპუტატის გამოყოფას და გიორგი გახარიას გუნდში გადანაცვლებას, ხელოვნურ პროცესს უწოდებს.

„ამ ეტაპზე, იმ განცხადებიდან გამომდინარე, რასაც გახარიას ე.წ. გუნდის წარმომადგენლები აკეთებენ, ანუ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით უკავიათ „ქართული ოცნების“ მსგავსი პოზიციები, თანამშრომლობის ვერანაირ შანსსა და სივრცეს ვერ ვხედავ. მომავალში, წლების შემდეგ, სიტუაციის მიხედვით ვინ ვისთან ითანამშრომლებს, ეს გამოჩნდება. „ლეიბორისტიული პარტიის“ ოფისში დღეს ისეთი ადამიანები არიან შეკრებილი, რომლებიც წლების მანძილზე ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და არამხოლოდ უპირისპირდენოდნენ, მათ შორის ერთმანეთის დევნა, ჩაძირვა და განადგურება მიდიოდა. ასეთი ადამიანები სხედან ერთად. ახლა, როგორ გამოვრიცხო ხვალ რა იქნება, მაგრამ დღეს, ამ ეტაპზე, ყველანაირი თანამშრომლობა გახარიას გუნდთან იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რასაც აჟღერებენ და რა პოზიციაც უკავიათ ფუნდამენტურ საკითხებზე, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მიუღებელია“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა