ირაკლი კობახიძე - ჯინ შაჰინთან და რონ ჯონსონთან ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის პროცესზე, იმ ვითარებაზე, რაც დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სენატორებთან ჯინ შაჰინთან და რონ ჯონსონთან გამართული შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დიალოგსა და იმ პროცესებზე, რომლებიც დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან. მისივე თქმით, სენატორების რჩევები და მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ მომავალ ნაბიჯებში.

„ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრა გვქონდა სენატორებთან ჯინ შაჰინთან და რონ ჯონსონთან. მოგეხსენებათ, ისინი არიან განსაკუთრებულად დაინტერესებული იმ პროცესებით, რომლებიც ვითარდება ჩვენს რეგიონში, კონკრეტულად საქართველოში. ჩვენ კიდევ ერთხელ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ როგორ წარიმართება პროცესები რეგიონში და საქართველოში. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის პროცესზე, იმ პროცესებზე, რომლებიც არის დაკავშირებული პარლამენტის ფუნქციონირებასთან და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრების მოსაზრებების მოსმენა. ბუნებრივია, ეს რჩევები და მოსაზრებები იქნება გათვალისწინებული ჩვენი მხრიდან მომავალი ნაბიჯების გადადგმის დროს,“- განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს