MFA NEWS - ამერიკელი ინვესტორები ქართულ სტარტაპებს ნახევარი მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებენ

სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ამერიკელი კერძო ინვესტორების ჯგუფს „TECH Friends of Georgia" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონია, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა გახსნა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქ. სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძემ. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და მინესოტას სენატორმა (2003-2009) ნორმ ქოლმანმა.

აღსანიშნავია, რომ სენატორი ქოლმანი, რომელიც საქართველის მეგობარი და მხარდამჭერია, მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ კერძო კომპანიებთან და ხელს უწყობს ქართული ბიზნესის გაძლიერებას აშშ-ში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისა და საქართველოსა და კალიფორნიის სტარტაპ ეკოსისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, სპეციალური შერჩევის პრინციპით, გამოავლენს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპებს, რომლებშიც „TECH Friends of Georgia" განახორციელებს 500,000 აშშ დოლარის ინვესტირებას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა