კახა კუჭავა - ძალიან მნიშვნელოვანია სენატორების პოზიცია - მათ სურთ იხილონ ძლიერი საქართველო

ძალიან მნიშვნელოვანია სენატორების პოზიცია. მათ სურთ, იხილონ საქართველო ძლიერი, მათ სურთ, საქართველო იხილონ იმ გზაზე, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ვაშინგტონში სენატორებთან ჯინ შაჰინთან და რონ ჯონსონთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი დასრულდეს და დასრულდეს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად.

„ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა მოვისმინოთ ჩვენი მეგობრების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია მათი პოზიცია. მათ სურთ, იხილონ საქართველო ძლიერი, მათ სურთ, საქართველო იხილონ იმ გზაზე, რომელიც თითოეული ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ხელისუფლება იღებს, მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა, მოისმინონ და, რა თქმა უნდა, ყველა იმ დეტალზე ვისაუბრეთ, რომელიც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. საუბარი არ ეხებოდა მხოლოდ შიდა პოლიტიურ საკითხებს, რა თქმა უნდა, რეგიონალურ ჭრილში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენებსაც და ჩვენ ვიმედოვნებთ, ისევე, როგორც ისინიც გამოხატავენ ამ პოზიციებს, რომ ეს ის პრობლემებია, რომლებიც შიგნით უნდა გადაწყდეს, მათი მხარდაჭერა ჩვენ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკების ეს პროცესი დასრულდეს და დასრულდეს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად“,- განაცხადა კუჭავამ.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა