ლევან იოსელიანი - მაქვს განცდა, აშშ-ში ვიზიტად მყოფ ირაკლი კობახიძეს კომპრომისის საჭიროებასთან დაკავშირებით ისეთ საკითხზე მიუთითეს, რაზეც აქამდე არც ის და არც "ქართული ოცნება" მზად არ იყო

მაქვს განცდა, რომ აშშ-ში ვიზიტად მყოფ ირაკლი კობახიძეს კომპრომისის საჭიროებასთან დაკავშირებით ისეთ საკითხზე მიუთითეს, რაზეც აქამდე არც კობახიძე და არც "ქართული ოცნება" მზად არ იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დასავლელი პარტნიორები რომ არ იყვნენ ჩართული, საქმე ალბათ, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდოდა.

ირაკლი კობახიძე აშშ-დან კომპრომისზე საუბრობს. ამბობს, რომ კომპრომისისთვის მზად არის და ამისკენ კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. ასეთი ინტენსივობითა და მონდომებით საუბარი აქამდე არ გამიგია. იმედი მაქვს, პირველ რიგში, "ქართული ოცნება" გაიაზრებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა იყოს და გადადგამს ნაბიჯებს, რათა ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციას, რომელმაც „წითელ ხაზად“ გაცხადებული ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა უნდა დათმოს. ეს იმიტომ კი არ უნდა დათმოს, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა ასე. უნდა დათმოს, რადგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ჩვენი მოქალაქეები არ ელოდებიან", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა