ლევან იოსელიანი - როგორი დრო დადგა, “ოცნება” თავის ყოფილ წევრებს  ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და "ნაციონალებს" ეხვეწება, შემოდითო

ადგილების ცვლილება და მარჯვნიდან მარცხნივ გადმოჯდომა საკმარისი არ არის, რომ ამომრჩეველმა ოპოზიციონერად აღგიქვას - საჭიროა, ეს საკუთარი გამოსვლების სიმწვავითა და კრიტიკით დაამტკიცო, - ასე აფასებს პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი უმრავლესობიდან გიორგი გახარიას გუნდში გადასულ კოლეგებს.

როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ამის გაკეთება მოუწევთ, ხოლო თუ არ გააკეთებენ, სხვაობა ნამდვილად არ იქნება.

"დღეს საინტერესო სტატუსი ვნახე - როგორი დრო დადგა, “ქართული ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და "ნაციონალებს" ეხვეწება, შემოდითო. ასეთი კომიკური სიტუაციაა. მათ მანდატები “ქართული ოცნების” ხარჯზე აქვთ მიღებული, მგონი, ეს არც სადაოა და ამას არც უარყოფებენ", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა