„ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს, დღის ბოლოდან გაიხსნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს, დღის ბოლოდან გაიხსნება.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინირებული პირები მეორე დოზის გაკეთებას მხოლოდ იმ დაწესებულებებში შეძლებენ, სადაც პირველი დოზა გაიკეთეს.

„ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც მინდა დავაფიქსირო არის ის, რომ მოქალაქეს მეორე დოზა შეუძლია ჩაიტაროს და მიიღოს იქ, სადაც გაიკეთა პირველი დოზა. ამდენად, ამ მიმართულებით თხოვნა გვაქვს, რომ პროცედურები დაცული იყოს. დღეს, დღის ბოლოდან გაიხსნება რეგისტრაცია და მიიღებენ შეტყობინებას რეგისტრაციასთან დაკავშირებით. „ფაიზერის“ დოზები გადანახულია, არაფერს ველოდებით და ამდენად, ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, არ გასულა ჯერ 8 კვირა. 15 მარტი იყო ყველაზე ადრეული პერიოდი, როდესაც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზის ვაქცინაცია ჩატარდა, ამდენად, 15 მაისი არის პერიოდი, თუ 8-კვირიან პერიოდზე შევთანხმდებით, დაიწყოს განმეორებითი დოზების გამოყენება და ამასთან დაკავშირებითაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაავრცელებს ინფორმაციას“, - განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა