გიგი უგულავა - მართლა სირცხვილია, როცა ერთ-ერთ საუკეთესო სამართლის პროფესორს, გიორგი მუმლაძეს ეს უწიგნურები ასამართლებენ

მართლა სირცხვილია, როდესაც ერთ-ერთ საუკეთესო სამართლის პროფესორს, გიორგი მუმლაძეს ეს უწიგნურები ასამართლებენ, - ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის სასამართლო პროცესო მიმდინარეობს.

მისი თქმით, სასამართლო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია.

"ილიაუნის სამართლის პროფესორს გიორგი მუმლაძეს ასამართლებენ და ბრალს სდებენ ადამიანები, რომლებსაც კონსტიტუციაც კი არ აქვთ წაკითხული. უბრალოდ, ზოგს მანტია აქვს მოხვეული,ზოგს - პროკურორის ფორმა და ზოგს - პატრულის ფორმა. ვითომ სახელმწიფოს წარმოადგენენ და სამწუხაროდ, სახელმწიფოს სახელით ძალადობენ. ყველამ კარგად ვიცით, რომ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში გიორგი მუმლაძე არის ერთ-ერთი ლიდერი საპროტესტო სამოქალაქო მოძრაობის. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ბრალდება არის კუმულაციური ეფექტი და ახლა უნდათ მისი განეიტრალება. აქ, საუბარია საპატიმრო გირაოზე, ანუ, ჯერ გირაოს გადაიხდი და მერე გამოხვალ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის რაღაცნაირი ყულფი, რომელსაც თითოეულ ჩვენგანს უკეთებს ხელისუფლება, რომ შემდეგ ვეღარ გამოძრავდე, ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და პოლიტიკურ დევნაზე, დღეს რომც გამოვიდეს გიორგი, ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იქნება, იმიტომ, რომ ეს მოგონილი საქმე და მონაჩმახი გაგრძელდება. ოდნავ ხელს თუ გაანძრევს ადამიანი, მერე უკვე საპატიმრო გირაოთი შევა ან წინასწარი პატიმრობით, ამიტომ, თავი არ უნდა მოვიტყუოთ, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია ეს სასამართლო, ვიდრე ეს ასე იქნება, ბრძოლა იქნება უკომპრომისო", - აცხადებს უგულავა.

შეგახსენებთ,გიორგი მუმლაძეს ბრალი ოფიციალურად 15 აპრილს წაუყენეს. შსს-ს ინფორმაციით, 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა