თამარ გაბუნიას განცხადებით, იშვიათი შემთხვევა იყო, როცა რეგისტრირებულ მოქალაქეს მწვავედ გამოხატული პრობლემის გამო ვაქცინაციაზე უარი უთხრეს, მაგრამ ვიზიტის გადატანა შესთავაზეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც რეგისტრირებულ მოქალაქეს მწვავედ გამოხატული პრობლემის გამო ვაქცინაციაზე უარი უთხრეს, მაგრამ ვიზიტის გადატანა შესთავაზეს.

როგორც მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, როდესაც მოქალაქეს ვაქცინაცია უტარდება, მას ჯანმრთელობის თვალსაზრისით რაიმე სახის პრობლემა არ უნდა აღენიშნებოდეს.

„ძალიან იშვიათი შემთხვევები იყო, როდესაც ვაცინაციისთვის რეგისტრირებულ მოქალაქეს იმის გამო, რომ კონკრეტულ მომენტში ჰქონდა მწვავედ გამოხატული რაიმე პრობლემა, მაგალითად, ძალიან მაღალი არტერიული წნევა ან მომატებული ტემპერატურა, ვაქცინაციაზე უარი უთხრეს, თუმცა, შესთავაზეს ვაქცინაციის ვიზიტის გადატანა, რამდენადაც ეს მიმდინარე პერიოდში შესაძლებელია. რაც შეეხება მკურნალ ექიმთან წინასწარ კონსულტაციებს, შესაძლოა იმ მომენტში მწვავე პრობლემა გამოხატული არ იყო. ვაქცინაციის მომენტში მწვავედ გამოხატული რაიმე მდგომარეობა არ უნდა ჩანდეს“,-განაცხადა გაბუნიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა