გია ვოლსკი - კარგი იქნება, თუკი ვახტანგ მეგრელიშვილი თავს ზეციდან მოვლენილ კანონმდებლად არ ჩათვლის

კარგი იქნება, თუკი ვახტანგ მეგრელიშვილი თავს ზეციდან მოვლენილ კანონმდებლად არ ჩათვლის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკი ასევე ამბობს, რომ ვახტანგ მეგრელიშვილისთვის იარაღია ლოგიკა, მისი საუბრის მანერა, მის მიერ ჩამოყალიბებული თეზისები, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში სიახლეა.

„მას იარაღი არ სჭირდება, სიტყვაა მისი იარაღი. სერიოზულობასთან დაკავშირებით გვაქვს პრეტენზიები და არა მხოლოდ მეგრელიშვილთან, მაგრამ თუ მას აქვს მოსაზრებები, მას რეალიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში უწერია, თუ კანონის სახეს მიიღებს. ამ ქვეყანაში კანონების შემოქმედი პარლამენტია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების" ხედვები „გირჩის" შეხედულებებისგან რადიკალურად განსხვავდება, „პოლიტიკური პარტია, ვინც ნაბიჯს გადადგამს, ამომრჩევლის სურვილს შეასრულებს და საქართველოში სტაბილური ვითარების შენარჩუნებას მოემსახურება, ისტორიის წინაშე მართალი იქნება".

„ისტორია დაგვანახებს, რომ მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, შეფასება იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე იქნება გაკეთებული, რომელსაც ურთულეს ეტაპზე ესა თუ ის პოლიტიკური სუბიექტი გააკეთებს", - დასძინა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა