ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ნევროლოგიური, სასუნთქი გზების თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტების ვაქცინაცია აუცილებელია

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ნევროლოგიური, სასუნთქი გზების თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტების ვაქცინაცია აუცილებელია.

როგორც კულუმბეგოვი განმარტავს, რისკის შემცველი დაავადებების მქონე პირებისთვის კოვიდის შეყრის შემთხვევაში სიკვდილობა ასმაგად უფრო დიდია.

„ვაქცინაციის ძირითადი დანიშნულებაა, რომ ავადობა შემცირდეს, ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა შემცირდეს და სიკვდილობა შემცირდეს. ადამიანებს, რომელთაც აქვთ რისკის შემცველი დაავადებები, კოვიდის შემთხვევაში სიკვდილობა არის ასმაგად უფრო დიდი, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში. მათი აცრა შეიძლება კი არა, აუცილებელია. დიაბეტი - პირველი და მეორე ტიპი, ასევე არტერიული ჰიპერტენზია, ნევროლოგიური, სასუნთქი გზების თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები არის პირდაპირი ჩვენება ვაქცინაციის გამოყენების. ანტიკუაგულანტების გამოყენება არავითარ პრობლემას არ წამოადგენს.

ერთადერთი, არის ის, რომ ინექციის ადგილას შესაძლებელია გაჩნდეს სისხლჩაქცევის ელემენტი მხოლოდ, თუ ანტიკუაგულანტზეა ადამიანი.

დანარჩენი რისკები რაც იყო „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში, უნდა ვიცოდეთ, რომ პაციენტებთან მიმართებაში, სადაც აღწერილი იყო თრომბოემბოლიური შემთხვევები, რაიმე დაავადება ან რაიმე რისკ ფაქტორი მანამდე საერთოდ არ უვლინდებოდათ“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო