ივანე ჩხაიძე - საქართველოში გამოყენებულ ორ ვაქცინასთან შედარებით „სინოფარმის" ვაქცინას გაცილებით უფრო ნაკლები სიმძიმის გვერდითი მოვლენები გააჩნია

საქართველოში გამოყენებულ ორ ვაქცინასთან შედარებით „სინოფარმის" ვაქცინას გაცილებით უფრო ნაკლები სიმძიმის გვერდითი მოვლენები გააჩნია, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განმარტებით, გარდაცვალების რისკი ამ ვაქცინის გაკეთების შემდეგ 100%-ით არის დაზღვეული.

„ამ ვაქცინასთან დაკავშირებით ჩვენ ვგეგმავთ, რომ საინფორმაციო კამპანია იქნება აქტიურად დაწყებული, საინფორმაციო კამპანია იქნება მიმართული ორი ძირითადი კომპონენტისკენ, ეს არის - ეფექტურობა და უსაფრთხოება. თვითონ ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ნაკლებად აქვს - ეს შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე უკვე ელოდება ამ ვაქცინას", - აღნიშნა ჩხაიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა