გია ვოლსკი - ორჭოფობა საკმაოდ ცუდად ახასიათებს გახარიას - მეც ერთ-ერთი ამომრჩეველი ვარ, მას ხმას არ მივცემ, რადგან პრინციპული მომენტებია, როცა პრემიერი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს

ორჭოფობა საკმაოდ ცუდად ახასიათებს ჩემს თვალში გიორგი გახარიას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნისთვის პრინციპულ პერიოდში გახარია მოწოდების სიმაღლეზე ვერ დადგა.

“საერთოდ ანგარიშგასაწევია ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილეში, საზოგადოებაში ხდება ზოგადად და არა მარტო პოლიტიკურ ველზე. რასაკვირველია, მან უნდა გასცეს პასუხი უამრავ შეკითხვას, რომელიც უკავშირდება თუნდაც ეკონომიკურ პრობლემებს, რაზეც ხშირად საუბრობდა თავად და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ალბათ, პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს. რასაკვირველია, პასუხი უნდა გასცეს მთავარ თემებს, რაც უკავშირდება მის გასვლას გუნდიდან, შეფასებას საზოგადოება გააკეთებს და იტყვის რამდენად ანგარიშგასაწევია. ჩემი აზრით და მეც ერთ-ერთი ამომრჩეველი ვარ, მას ხმას არანაირად არ მივცემ, რადგან პრინციპული მომენტები არსებობს ქვეყნის ცხოვრებაში, როცა პრემიერ-მინისტრი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, რაც მან ვერ გააკეთა. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და მის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრემიერ-მინისტრმა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ან მეორე მხრივ, ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არ არსებობენ, როგორც დაანონსა ეს მელიამ. აქედან გამომდინარე ორჭოფობა, გადაუწყვეტელობა საკმაოდ ცუდად ახასიათებს ჩემ თვალში გიორგი გახარიას,"- განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, თუ გახარიას თანაგუნდელები - უმრავლესობიდან გასული დეპუტატები, მართლაც მოითხოვენ მანდატების გაუქმებას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი, ვოლსკი აცხადებს, რომ ეს საკითხი არ განუხილავთ და ასეთ შემთხვევაში, ის განხილული უნდა იყოს როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე უმრავლესობის სხდომაზე.

"ამას კითხვა-ხაფანგი ჰქვია, თუ ამას დაუჭერთ მხარს, მაშინ იმას რატომ არ უჭერთ და ა.შ. რეალურად არის საკითხები, რომელიც ეხება რეგლამენტს და არის საკითხები, რაც ეხება მორალურ დამოკიდებულებას. ამ საკითხებზე იყო განცხადება, ჩვენ ამაზე არც გვიმსჯელია, ვინაიდან ეს სათუო თემაა. ადამიანები ვართ ყველა და ერთ ზომაზე მოჭრილი არც აზროვნება გვაქვს და არც ემოციური დამოკიდებულება საკითხების მიმართ. აქედან გამომდინარე, სანამ არ იქნება ამაზე მსჯელობა, მე არ ვარ ორიენტირებული, რომ ემოციური პასუხები გაგცეთ. თუ დადგა ეს საკითხი, პოლიტსაბჭო და უმრავლესობაც განიხილავს და აწონ- დაწონის, რომელი გადაწყვეტილებაა უკეთესი,"- განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა