არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად შეუფერხებლად მიმდინარეობდა სახმელეთო-სატრანზიტო გადაზიდვები და განხორციელდა მრავალი სატრანზიტო მიმოსვლა სომხეთის მოქალაქეების სომხეთის რესპუბლიკაში დაბრუნების მიზნით.

„მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების დინამიურ თანამშრომლობაზე, რაშიც განსაკუთრებული წვლილი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს მიუძღვით.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ყარაბაღის ომმა ძირეულად შეცვალა მანამდე არსებული რეგიონული გეოპოლიტიკური სურათი და ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოლაპარაკებების მნიშვნელობას გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარების პროცესში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აგრეთვე განიხილეს საქართველოსა და სომხეთში არსებული პროცესები და გამოხატეს მზადყოფნა, გააგრძელონ მუშაობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე“,- ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა