საგურამოში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა

საგურამოში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა სააგენტოდან აცნობეს, ყოფილი კოლეჯის შენობაში საკანალიზაციო სისტემა შეიცვალა, რაც დევნილების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა. სამუშაოები კი არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ განახორციელა.

„დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მანანა ნარიმანიძე, GIZ-ის პროგრამის დირექტორი ფრედერიკე როხოვანსკი და ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მარსელა მაქსფილდი საგურამოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.

შეხვედრაზე ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით სააგენტოში არსებული პროგრამებიც გააცნო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო