არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის კარი ღიაა ყველა პარტიისთვის, ვინც ხალხმა აირჩია და ვინც ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი პარლამენტში

საქართველოს პარლამენტის კარი გახლავთ ღია ყველა იმ პოლიტიკური პარტიისთვის, ვინც ხალხმა აირჩია და ვინც ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, შესაბამისად, „გირჩს“ აქვს სრული უფლება ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში.

„რასაკვირველია, ჩვენი მიზანი და პრიორიტეტია პარლამენტი იყოს ზუსტად იმ სახით წარმოდგენილი, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ აშკარაა, ოპოზიცია გაყოფილია ორ ნაწილად; ერთი, მისივე შეფასებით, „არის გაკოტრებული დესტაბილიზაციის გეგმის გარშემო გაერთიანებული, მეორე ნაწილი კი, ფიქრობს გამოსავალზე“.

„ქართული ოცნება“ არ არის ის, ვინც უნდა თქვას, როგორ მოიქცევა ოპოზიცია. ჩვენი მხრიდან არის გადადგმული ის აუცილებელი ნაბიჯები, რომ ასეთი შეთანხმება შედგეს როგორც მინიმუმ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილთან, ვისაც მართლა აინტერესებს ნორმალური პოლიტიკური პროცესი, დემოკრატია და არჩევნები ამ ქვეყანაში. თუ რა ნაბიჯს გადადგამენ ისინი, ამას ვნახავთ. თუმცა, აშკარაა, რომ ოპოზიცია არის გაყოფილი ორ ნაწილად, ერთი არის გაკოტრებული დესტაბილიზაციის გეგმის გარშემო გაერთიანებული. მეორე ნაწილი ფიქრობს გამოსავალზე. ვფიქრობთ, დოკუმენტის ხელმოწერის გარდა დამატებით გამოსავალსაც ვთავაზობთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა