არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი პარტნიორების რეკომენდაციებს ითვალისწინებს

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველთვის არის მაღალი მნიშვნელობის მატარებელი - „ოცნება“ გახლავთ ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი პარტნიორების რეკომენდაციებს ითვალისწინებს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, შეცვალა თუ არა ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება დოკუმენტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ვიზიტს ამერიკაში, ვიტყოდი, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სენატორებთან, კონგრესმენებთან და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველთვის არის მაღალი მნიშვნელობის მატარებელი. სწორედ ამიტომ პერიოდულად ვმართავთ ვიზიტებს ვაშინგტონსა და ბრიუსელში. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ გახლავთ ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი პარტნიორების რეკომენდაციებს ითვალისწინებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა