დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთი პირის ჩვენების საფუძველზე დააკავეს

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის ადვოკატის, დავით დადიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთი პირის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. დადიანი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

"ეს ჩვენებები უცხო, ახლად აღმოჩენილი პირისგან არ არის. ეს არის იმ პირის მხრიდან, რომელსაც სასამართლომ განაჩენი დაუდგინა და ამასთან დაკავშირებით დაკითხულია. საკითხავია, ეს ჩვენება რისთვის გაჩნდა, ძალიან ბევრი ეჭვი მაქვს, მაგალითად, ადამიანი იმყოფება პატიმრობაში და ვთქვათ, თავის დაღწევა უნდა, ან ვიღაც ზემოქმედებას ახდენს, ან ვიღაცის ინტერესია. მტკიცებულებათა ერთობლიობას როცა ასახელებენ, უნდა თქვან, ეს ერთობლიობა არ არის, როცა მხოლოდ ერთი ჩვენების საფუძველზე ხდება ადამიანის დაკავება, ამას მტკიცებულებათა ერთობლიობას არ ვუწოდებ. დასაბუთებული ვარაუდის შექმნისთვისაც კი საჭიროა გარკვეული სტანდარტი. თუ ბარბაქაძეზეა საუბარი, 9 სასამართლოშია მიცემული ჩვენება, როგორ შეიძლება 9 სასამართლოში მიცემული ჩვენება უარყო და ერთს დაეყრდნო და ამას შეიძლება მტკიცებულებათა ერთობლიობა დაერქვას?"- განაცხადა დადიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა