ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა ოპოზიციის მხრიდანაც აუცილებელია

ეს არის დათმობა „ქართული ოცნების" მხრიდან და ამას ცუდ კონოტაციაში არ ვიტყვი - არ გამოვრიცხავ კობახიძის აშშ - ში ვიზიტი იყოს კავშირში ამ გადაწყვეტილების მიღებასთან, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, სავარაუდოა, რომ შეთანხმებას ხელს ოპოზიციის ნაწილიც მოაწერს. რაც შეეხება პარტია „მოქალაქეების" პოზიციას დოკუმენტზე, იოსელიანი აღნიშნავს, რომ მათთვის თავიდანვე მისაღები იყო დოკუმენტი და ხელმოწერასთან დაკავშირებით მზაობაც თავიდანვე დააფიქსირეს.

„ამ დოკუმენტზე ხელმოწერა, მიმაჩნია, რომ ოპოზიციის მხრიდან არის აუცილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს დოკუმენტი არ არის რომელიმე ერთი მხარის შემუშავებული, ის არის შედგენილი მედიატორის მიერ, რომელმაც ძალიან სამართლიანად გაითვალისწინა ორივე მხარის ინტერესები ამ დოკუმენტში.

კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სჯობდა აქამდე მიეღო და ამდენ ხანს არ გაგრძელებულიყო ეს ყველაფერი. შესაბამისად, იმედი მაქვს ოპოზიციის ნაწილი მაინც გაითვალისწინებს ამ დოკუმენტის მნიშვნელობას, მოაწერს მას ხელს და შემოვა პარლამენტში. მე მახსოვს „ევროპული საქართველოს“ ლიდერის პოზიცია, რომელმაც თქვა, რომ ყველამ რომ მოაწეროს ხელი, ის მაინც არ მოაწერს, რამდენადაც მახსოვს ასე თქვა ბატონმა ბოკერიამ. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ნაწილი მოაწერს ხელს და ნაწილი დარჩება ისევ თავის მოთხოვნის ერთგული, ვადამდელ არჩევნებს ვგულისხმობ და ასე გაგრძელდება პროცესი.

ეს არის დათმობა „ქართული ოცნების“ მხრიდან და ამას ცუდ კონოტაციაში არ ვიტყვი, კარგია, რომ დათმობაზე წავიდნენ და გაიაზრეს პოლიტიკური სიტუაციის სიმძიმე საქართველოში. არ გამოვრიცხავ კობახიძის ვიზიტი იყოს კავშირში ამ გადაწყვეტილების მიღებასთან, თუმცა, ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან ისედაც გვესმოდა, რომ ორმხრივი კომპრომისი არის სწორი", - განაცხადა იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა