ლევან იოსელიანი „გირჩზე“ - ბანერისთვის შემოსვლა და დერეფნებში სასეირნოდ სიარული სერიოზულად არ მიმაჩნია

ბანერისთვის შემოსვლა და დერეფნებში სასეირნოდ სიარული სერიოზულად არ მიმაჩნია, - ასე ეხმიანება პარტია „მოქალაქეების" ერთ - ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ჟურნალისტებთან „გირჩში" გაკეთებულ განცხადებებს.

იოსელიანი ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დანიელსონის წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, საკუთარ პოზიციას „გირჩიც“ გადახედავს და „გაცნობის გარდა, საპარლამენტო ცხოვრებაშიც ჩაერთვებიან“.

„ასე მგონია, რადგან გასაცნობად სიარულში დიდ აზრს ვერ ვხედავ. თუ პარლამენტში შემოდიხარ, კონკრეტულ საკითხებზე, კანონებზე უნდა იმუშაო და საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღო", - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ორშაბათს პარლამენტში მივლენ, თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ „გამარჯობას ეტყვიან და გაიცნობენ ადამიანებს".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა