კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სხვა რისკის ობიექტების უსაფრთხოება კერძო დაცვის სამსახურების სავალდებულო სწავლებაგავლილმა თანამშრომლებმა ან პოლიციამ უნდა დაიცვას

საქართველოს პარლამენტში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კახა კახიშვილის განცხადებით, ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სხვა რისკის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი ახლებურად უნდა დარეგულირდეს.

ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, სადაც დღეს თბილისში, „ავლაბრის“ მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

კახა კახიშვილი მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ოპერაციაში მონაწილეობდნენ და ასევე, აღნიშნავს, რომ მსგავსი ობიექტების დაცვის საკითხის დარეგულირება ორი მიმართულებით არის შესაძლებელი.

„მადლობას ვუხდი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებმაც დღეს თბილისში, „ავლაბრის“ მეტროსადგურის მიმდებარედ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე ოპერატიული და ეფექტიანი ოპერაცია განახორციელეს. სწორედ მათი პროფესიონალიზმის დამსახურებაა, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, დაკავებულია.

ვინაიდან, ბოლო პერიოდში სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები გახშირდა, მიმაჩნია, რომ ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სხვა რისკის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი ახლებურად უნდა დარეგულირდეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, დღეს ძირითადად, ბანკების დაცვას მათ მიერვე შექმნილი დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ან კერძო დაცვის სტრუქტურები ახორციელებენ. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, ამ ადამიანებს არც ჰქონდეთ მსგავს ფაქტებზე ეფექტიანი და ოპერატიული რეაგირების სათანადო უნარ-ჩვევები.

ჩემი აზრით, ვფიქრობ, შესაძლებელია, საკითხი დარეგულირდეს ორი მიმართულებით: პირველი - ან მსგავსი ობიექტების დაცვის თანამშრომლებმა სავალდებულო სწავლება უნდა გაიარონ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცეთ აღნიშნულ ობიექტებზე მუშაობის უფლება, ან მეორე - თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა უზრუნველყონ აღნიშნული ობიექტების დაცვა, რადგან საბოლოოდ, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სწორედ პოლიციას ეკისრება. ამასთან, სათანადო სწავლება გავლილი უნდა ჰქონდეთ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ოპერატორებს, თუ როგორ მოახდინონ დროული რეაგირება საეჭვო ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში და ასევე, მკაცრად დაიცვან ინსტრუქციები, რომელიც ობიექტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - წერს კახა კახიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა