ვიოლა ფონ კრამონი - კარგია, რომ „ქართული ოცნება“ ავლენს კომპრომისისთვის მზაობას, საჭიროა ოპოზიციამაც მიბაძოს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.

ევროპარლამენტარმა ამ გადაწყვეტილებას სწორი ნაბიჯი უწოდა.

„კარგია, რომ „ქართული ოცნება“ ავლენს კომპრომისისთვის მზაობას. ეს სწორი ნაბიჯია სწორი მიმართულებით. საქართველოსთვის საჭიროა ოპოზიციამაც მიბაძოს მაგალითს. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი დეტალი რჩება დასამუშავებელი. ევროკავშირი კვლავინდებურად მზადაა ამაში დაეხმაროს“ , - წერს ფონ კრამონი „ტვიტერზე“.

შეგახენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო