გიორგი ამილახვარი - „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის ინტერესზე მაღლა არ აყენებს არაფერს და ხელს აწერს უცვლელად ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს

„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის ინტერესზე მაღლა არ აყენებს არაფერს და ხელს აწერს უცვლელად ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს!”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი გიორგი ამილახვარი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ამილახვარი აცხადებს, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, აირჩევს მარგინალიზაციის გზას თუ დაუბრუნდება ლეგიტიმურ ჩარჩოს.

„შოუ დამთავრდა - დესტრუქციას ძირი გამოეცალა!!”,- „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის ინტერესზე მაღლა არ აყენებს არაფერს და ხელს აწერს უცვლელად ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს!

მეტიც: მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ დადასტურდა 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმაცია და არცერთი ფორმით რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა დანიელსონის დოკუმენტში, ჩვენ მზად ვართ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე დავადასტუროთ ლეგიტიმაცია და 40%-ზე ნაკლების მიღების შემთხვევაში განვიხილოთ რიგგარეშე არჩევნების საკითხი!

ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, აირჩევს მარგინალიზაციისა და ანტისახელმწიფოებრივ გზას, თუ დაუბრუნდება ლეგიტიმურ ჩარჩოს!“, - წერს გიორგი ამილახვარი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს