გურამ მაჭარაშვილი - რასაც ხელს მოვაწერთ, შევასრულებთ - დანიელსონის დოკუმენტში ასახულ ყველა იმ საკითხს, რასაც ჩვენი რუსურსი ჰყოფნის, დავაინიცირებთ და დავიწყებთ მსჯელობას

რასაც ხელს მოვაწერთ, შევასრულებთ - დანიელსონის დოკუმენტში ასახულ ყველა იმ საკითხს, რასაც ჩვენი რუსურსი ჰყოფნის, დავაინიცირებთ და დავიწყებთ მსჯელობას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, ხელი მოვაწეროთ დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება" არის პოლიტიკური ძალა, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს და მომეტებული პასუხისმგებლობის ფარგლებში ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯებს დგამს. ეს გადაწყვეტილება გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციის მიზნებს, რომელთაც დოკუმენტზე ხელმოწერა არ სურდათ. ეს არის ნაბიჯი, რომელიც განაიარაღებს ნებისმიერ რადიკალ პოლიტიკოსს, რომლის მიზანია პარლამენტში ოპოზიცია არ შევიდეს და მოხდეს დესტაბილიზაცია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, თუკი ოპოზიცია დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, „ქართული ოცნება" აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილ ინიციატივებს ასახავს თუ არა კანონში, მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" ცალმხრივად არაერთხელ აუღია პასუხისმგებლობა.

„ყველა საკითხს, რასაც ჩვენ ხელს ვაწერთ, აუცილებლად ვასრულებთ. ჩვენი შესაძლებლობების და მომეტებული პასუხისმგებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანა ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების კონსულტაციების შესაბამისად განვითარდეს. საზოგადოება თავად გადაწყვეტს, ვის რა მიზნები ჰქონდა", - განაცხადა „ქართული ოცნების" დეპუტატმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს