ნათია თურნავას განცხადებით, თუ იქნება მოთხოვნა, რომ „ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფში უცხოელი ექსპერტებიც მოიწვიონ, აღნიშნულ წინადადებას დასთანხმდებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მხოლოდ „ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით შექმნილი ექსპერტთა საბჭო ვერ აღმოფხვრის პროექტთან დაკავშირებულ პროტესტს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს დიალოგი.

„რა თქმა უნდა, ერთი საბჭო და მარტო კვლევების გასაჯაროება ვერ გადალახავს ამ პროტესტს და ვერ აღმოფხვრის ამ საკითხს. ზოგადად, სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს დიალოგი“, - აცხადებს თურნავა.

რაც შეეხება გუშინ „ნამახვანი ჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას, როგორც თურნავა განმარტავს, გუშინ შეხვედრაზე პოზიტიური დინამიკა გამოიკვეთა.

„გამოიკვეთა პოზიტიური დინამიკა. ვფიქრობთ, საბოლოო ჯამში, რადგან ყველა ერთ მხარეს ვართ და ყველას ერთად გვინდა ჩვენი საქართველო მეტად ძლიერი და დამოუკიდებელი იყოს, აუცილებლად შევთანხმდებით ამ სასიკეთო პროექტთან დაკაშირებით“, - აცხადებს თურნავა.

ამასთან, როგორც მინისტრი განმარტავს, თუ იქნება მოთხოვნა, რომ "ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფში, უცხოელი ექსპერტებიც მოიწვიონ, აღნიშნულ წინადადებას დასთანხმდებიან.

ცნობისთვის, გუშინ, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, შეხვედრაზე მათ სამი ძირითადი საკითხი დააყენეს. გოლეთიანის თქმით, უნდა "ალაგდეს ბარიკადები, ხეობაში სამუშაო პროცესები შეწყდეს და კარვებით პროტესტი გაგრძელდეს".

დღეს კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და "ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ, სამუშაო შეხვედრა გამართეს "ნამახვანიჰესის" პროექტთან.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ნიკოლოზ მეტრეველი - ჩინეთი აღარ იმალება და იცდის
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს