გიორგი მენაბდის ადვოკატი არ გამორიცხავს მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეზე  ზეწოლას, რომლის ჩვენების საფუძველზეც მენაბდე დააკავეს

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის ადვოკატი, დავით დადიანი არ გამორიცხავს ზეწოლას მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეზე, რომლის ჩვენების საფუძველზეც მენაბდე დააკავეს.

როგორც მენაბდისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურას უნდა ჰქონდეს პასუხი იმასთან დაკავშირებთ, რომ მოწმეზე ზეწოლა არ განხორციელებულა და ციხეში, აბსოლუტურად თავისუფალ გარემოში მისცა ჩვენება.

„ადამიანი მოთავსებულია საპატიმრო დაწესებულებაში, ან რომც არ იყოს, ხომ შეიძლება მასზე ხორციელდებოდეს გარკვეული ზეწოლა ქუჩის მხრიდან, პოლიციის მხრიდან ან პოლიტიკური მოვლენების გამო. ამიტომ, როდესაც ადამიანი მიდის და ეკითხებიან, რატომ ცვლი იმას, რაც დადგინდა 9 სასამართლოზე, ხომ უნდა ჰქონდეს პროკურატურას პასუხი, რომ ამ ადამიანზე ზეწოლა არ განხორციელებულა და აბსოლუტურად თავისუფალ გარემოში, ციხეში მისცა რაღაც ჩვენება. თუ რამე გარემოება შეიცვალა, მაშინ სასამართლოს განაჩენში უნდა აისახოს ეს“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე მენაბდე გუშინ დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს