ნათია თურნავა - ძალიან სასიხარულო შედეგები მივიღეთ მასშტაბური პრივატიზაციის პირველი ეტაპის შემდეგ

ძალიან სასიხარულო შედეგები მივიღეთ მასშტაბური პრივატიზაციის პირველი ეტაპის შემდეგ - 150-ზე მეტი ობიექტი იყო გამოტანილი პარალელურ გამჭვირვალე ელექტრონულ აუქციონებზე და პირველივე აუქციონის შედეგად 109 ობიექტი გაიყიდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ნათია თურნავა განმარტავს, 109 ობიექტის საწყისი ჯამური ღირებულება 40 მილიონი ლარი იყო.

„ძალიან სასიხარულო შედეგები მივიღეთ მასშტაბური პრივატიზაციის პირველი ეტაპის შემდეგ. პირველივე ორკვირიანი აუქციონი რაც გაიმართა, ძალიან წარმატებით დასრულდა.

150-ზე მეტი ობიექტი იყო გამოტანილი პარალელურ გამჭვირვალე ელექტრონულ აუქციონებზე და პირველივე აუქციონის შედეგად 109 ობიექტი გაიყიდა. საწყისი ჯამური ღირებულება ამ 109 ობიექტის იყო 40 მილიონი ლარი. ძალიან მაღალი კონკურენციისა და ინტერესის გამო, ვაჭრობის პროცესში ეს თანხა გაიზარდა 60 მილიონ ლარამდე. მთავარია, რომ ასზე მეტი სხვადასხვა სახელმწიფო ქონება, რომელიც აქამდე გაჩერებული იყო და არ მონაწილეობდა ეკონომიკურ ბრუნვაში, ჩაერთვება, მოიზიდავს ინვესტიციებს და დაასაქმებს ადამიანებს”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს