აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვებს, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2018-2019 წლებში, ჯამში შვიდი CPV კოდით სახელმწიფო შესყიდვა გეგმაში ცვლილებების გარეშე განახორციელა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვებს, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა.

„ასევე დაფიქსირდა არაეფექტიანი დაგეგმვის ფაქტები. შესაბამისად, სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებდა კანონმდებლობის დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, შესყიდვების გეგმის შეუსაბამოდ. რაც მიუთითებს შესყიდვების სამსახურის მიერ საქმისადმი არაჯეროვან დამოკიდებულებაზე და წარმოქმნის სახელმწიფო სახსრების არაეფექტიანი მართვის რისკებს.

სამინისტრომ პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიით დადგენილი წესების გვერდის ავლით, პროგრამების მიმართულებებისათვის კომპონენტების დარქმევით, არ განახორციელა პროგრამების ქვეპროგრამებად დაყოფა და მათი 2018-2019 წლების აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკურ ბიუჯეტში ასახვა.

შესაბამისად, რესპუბლიკური ბიუჯეტით ვერ ხერხდება სამინისტროს ოთხი პროგრამის 20-ზე მეტ კონკრეტულ მიმართულებაზე, ანუ ქვეპროგრამაზე თითოეული წლისათვის დაგეგმილი დაფინანსების მოცულობის, ასევე მისი ცვლილებების ან/და შესრულების მდგომარეობის იდენტიფიცირება. აღნიშნული მიუთითებს სამინისტროს მხრიდან პროგრამების კანონმდებლობის მოთხოვნებს.

აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი რწმუნება იმის შესახებ, რომ სამინისტროს პროგრამების დაგეგმვა ხორციელდებოდა დევნილთა საჭიროებების შესაბამისად. ხოლო პროგრამების ანალიზით გამოვლინდა, რომ 2019 წელს დამტკიცებულ პროგრამებში განსაზღვრული რვა კომპონენტი, ანუ ქვეპროგრამა არ შესრულდა. შესაბამისად, სამინისტროს მხრიდან დაგეგმვის ეტაპზე არასაკმარისი კვლევისა და ანალიზის შედეგად, პროგრამების/ქვეპროგრამების არაეფექტურმა დაგეგმვამ შექმნა საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვის რისკები",-ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებისათვის, 2018-2019 წლებში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა