ფინანსთა მინისტრი საფრანგეთის ელჩს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს  სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა

დღეს, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორს, რაფაელ ჟოზანს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებმა ლაშა ხუციშვილს მიულოცეს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვეს მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქართულ-ფრანგული ურთიერთობების დღის წესრიგი, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით ურბანული განვითარების, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების, ენერგეტიკის, პროფესიული განათლებისა და მმართველობის სფეროებში მიმდინარე პროგრამები.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საფრანგეთი საქართველოს მეგობარ ქვეყნებთან და საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების მხარდაჭერის პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს