გიორგი ხოჯევანიშვილი - ჩვენი გუნდი ერთმნიშვნელოვნად მიესალმება ყველა ნაბიჯს ნებისმიერი პოლიტიკური მხარისგან, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას მოემსახურება

ჩვენი გუნდი ერთმნიშვნელოვნად მიესალმება ყველა ნაბიჯს ნებისმიერი პოლიტიკური მხარისგან, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას მოემსახურება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, გიორგი გახარიას ფაქტორი საფუძველს უყრის ახალი დღის წესრიგის შექმნას.

„პოლიტიკურად უკიდურესად პოლარიზებული გარემო და რადიკალური დღის წესრიგი რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ინტერესებს. გიორგი გახარია ყოველთვის იყო შემაკავებელი ფაქტორი, რომელიც ამას აზღვევდა. მისი პრემიერის პოსტიდან წასვლის შემდეგ, სამწუხაროდ, ვნახეთ სიტუაციის დაძაბვა ქვეყნის ფუნქციონირებისათვის სახიფათო ნიშნულებამდე - ჩვენი გუნდი სწორედ ამის გამომწვევ დღის წესრიგს და ფასეულობათა სისტემას გავემიჯნეთ და დავტოვეთ „ქართული ოცნების“ პარტია.

ჩვენი გუნდი ერთმნიშვნელოვნად მიესალმება ყველა ნაბიჯს ნებისმიერი პოლიტიკური მხარისგან, რომელიც ამავე მიზნებს და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას მოემსახურება.

მიმდინარე მოვლენები პრაქტიკაში ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას ფაქტორი ახლა უკვე ოპოზიციიდან აზღვევს უკიდურესი რადიკალიზების საფრთხეს და საფუძველს უყრის ახალი დღის წესრიგის შექმნას“,- წერს ხოჯევანიშვილი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს