ვახტანგ მეგრელიშვილი - ინიციატივა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჩინა, მისასალმებელია -  თუ შეთანხმება მოხდა, ჩვეულებრივად შევდივართ, როგორც სრულფასოვანი პარლამენტის წევრები

ძალიან გვიხარია, იმედი გვაქვს, შეთანხმება მოხდება და პარლამენტი სრულფასოვანი იქნება, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე მმართველი გუნდის ხელმოწერა შეაფასა.

ამასთან, როგორც მეგრელიშვილი აცხადებს, „ქართული ოცნების“ ინიციატივა მისასალმებელია.

„ოფისში ვხუმრობდით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საღამოს გადაგვფარა. დილით ვთქვით, რომ პარლამენტის შენობაში მივდიოდით ორშაბათს იმ ფორმით, რაც დაანონსებული გვქონდა, ამან ინტერესი გამოიწვია ჟურნალისტებში, საღამოს კი ჩვენთვის მოულოდნელად, არჩილ თალაკვაძემ ასეთი განცხადება გააკეთა.

ძალიან გვიხარია. ჩვენი გეგმა იმ შემთხვევაში იყო შემუშავებული, როდესაც შეთანხმება ვერ ხდებოდა. იმედი გვაქვს, რომ ეს შეთანხმება მოხდება და პარლამენტი სრულფასოვანი იქნება. ჩვენი მოთხოვნა იყო პარლამენტი გვქონოდა, იქ შესაძლებელი ყოფილიყო საუბარი. ეს ინიციატივა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჩინა, ჩემი აზრით, ძალიან მისასალმებელია. ახლა მთავარია დაზუსტდეს, ბევრი კითხვები არსებობს“,-აცხადებს მეგრელიშვილი.

ამასთან, როგორც მეგრელიშვილი დასძენს, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება, „გირჩი“ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებს.

„თუ შეთანხმება მოხდა, ჩვეულებრივად შევდივართ, როგორც სრულფასოვანი პარლამენტის წევრები, სრულად მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ორშაბათიდან გავარკვევთ სიტუაციას ბევრად უფრო მარტივად და ადეკვატურად, ვიდრე შეიძლებოდა იმ ფორმატში გაგვერკვია, სადაც ახლა ვართ“, -აცხადებს მეგრელიშვლი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს