რატი იონათამიშვილი - დღეს რუსული ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდა ჩვენს ქვეყანაში!

უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, დღეს დადასტურდა, რომ ოპოზიციური მარგინალები სინამდვილეში საარჩევნო და სასამართლოს რეფორმებს კი არ ითხოვდნენ, არამედ რუსეთის დაკვეთით ქართულ დემოკრატიას უთხრიან ძირს.

როგორც იონათამიშვილი აცხადებს, ოპოზიციის დესტრუქციულ ნაბიჯს ძალიან მძიმე შეფასებები მოჰყვება როგორც საზოგადოების, ისე ამომრჩევლის და დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

„დღეს რუსული ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდა ჩვენს ქვეყანაში! ვინც უპირისპირდება შარლ მიშელის ეგიდით მომზადებულ დოკუმენტს, ის, რეალურად, საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის წინააღმდეგია.

ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ ოპოზიციური მარგინალები სინამდვილეში საარჩევნო და სასამართლოს რეფორმებს კი არ ითხოვდნენ, არამედ რუსეთის დაკვეთით ქართულ დემოკრატიას უთხრიან ძირს. როგორც ჩანს, ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განცხადება თანაბრად აღიქვეს საფრთხედ მოსკოვში და შალვას ფანჩატურში.

ვფიქრობ, მათ ამ დესტრუქციულ ნაბიჯს ძალიან მძიმე შეფასებები მოჰყვება ქართული საზოგადოების, მათი ამომრჩევლის და დასავლელი პარტნიორების მხრიდან. საქართველო კი ღირსეულად გააგრძელებს გზას ევროპისაკენ“, - აცხადებს იონათამიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს