პაატა იმნაძე - უზრდელობაა დღეს საზოგადოებაში ნიღბის გარეშე გამოჩენა

უზრდელობაა დღეს საზოგადოებაში ნიღბის გარეშე რომ გამოჩნდები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც იმნაძე განმარტავს, თუ მომავალი 1 თვე საზოგადოება რეკომენდაციებს არ დაიცავს, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმე იქნება.

„მომავალი ერთი თვე იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი თუ როგორ შევხვდებით ზაფხულს. თუ ეს ერთი თვე ძალიან არ დავიცავით წესებით, რა თქმა უნდა, სიტუაცია ძალიან მძიმე იქნება. ყველას გვახსოვს რა იყო ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში. ძალიან გვინდა რამენაირად გავუძვრეთ ეს ერთი თვე, შევიკავოთ თავი დიდი სუფრებისგან, საზოგადოებაში პირბადის გარეშე გამოჩენისგან.

მესმის ძალიან ძნელია, ამდენი ხანია პირბადით დავდივართ, ყველას მობეზრდა. ეს არის ერთმანეთისადმი პატივისცემა, ურთიერთმოფრთხილება, ბოლო-ბოლო უზრდელობაა დღეს საზოგადოებაში ნიღბის გარეშე რომ გამოჩნდები“,-აცხადებს პაატა იმნაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო